სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მურმან ლებანიძის ვაჟის განცხადება

Droni.ge-ს რედაქციას მურმან ლებანიძის ვაჟი, ზაზა დაუკავშირდა და პოეზიის მოყვარულთათვის ინფორმაციის მიწოდება გვთხოვა.

„ინტერნეტში გავრცელებულია ლექსი „თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ“ თქვენც და ბევრმა სხვა საიტმაც ამ ლექსის ავტორად მურმან ლებანიძე დაასახელა. ეს ლექსი მამაჩემის დაწერილი არ არის და ძალიან გთხოვთ მიაწოდეთ საზოგადოებას ეს ინფორმაცია“ - განაცხადა ზაზა ლებანიძემ დრონისთან საუბრისას.

მურმან ლებანიძის ვაჟის განცხადებასთან ერთად გთავაზობთ ლექსს, რომელიც პოეტის კალამს შეცდომით მიაწერეს.

თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
რა გიგემია...

თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქნი
თუ ქალის კვნესა ყურთ არ გსმენია,
ქალს ფეხებამდე თუ არ გალოკავ
სხვა უკეთესი რა გიგემია...

თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არა გრძნობ
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს,
სხვა უკეთესი რა გიგემია...

ხომ არ გგონია, შენთვის არ მოთოვს
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა

და ერთი წუთით მოსულს ამქვეყნად
წუთები უღვთოდ მოგეჩვენება
ჩაგიკრავს გულში ღვთიური ლოცვა
სთქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100