ეფრეიტორიზმი ქართფული ფულიტიკისა!
"დრონი.ჯი" უცვლელად გთავაზობთ ზელიმხან უძილაურის "ფეისბუქ-ჩანაწერს":
დოდონას არ ვედრები ( „დოდონა კიზირია: ჩემი პასუხი ირაკლი ალასანიას განცხადებაზე“ ), მაგრამ დავესესხები, მე არცერთ პოლიტიკურ მიმდინარეობას არ ვეკუთვნი, მაგრამ როგორც რიგით ამომრჩეველს, მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და, ალბათ, ანტიპათიებიც.
საბედნიეროდ, ამ საყველპურო ფეისბუკური ჩანაწერებისათვისაც ვერ ვიცლი, იმდენად დატვირთული აღმოვჩნდი ჩემი არაქართული და საქართველოში გამოუსადეგარი პროფესიით!
როგორც ყველა ნორმალური კაცი, მინდა ღირსეულ-ობიექტური ვიყო, ღირსეული ხელისუფლება და ოპოზიცია მყავდეს და ვცდილობ, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ოპოზიციურად მოაზროვნე ვირტუალ მეგობრებთანაც გავაგრძელო სიტყვა-მიგება და იუმორით მაინც მივაღწიო მათთან ხიდჩაუტეხლობას. არადა, არ გამომდის, წავაგე ეს ომი ადამიანობისთვის! მეჩვენება, რომ ოპოზიციონერი დღეს და ჩვენთან ეს ან გაბოროტებული, ან რენეგატი, ან ანგარებიანი, ან ბნელი აღქმის და ან უბრალოდ განაწყენებული მოშტერო ტიპია... ამას ყველაფერს ჩემთვის ვფიქრობ, აქ როგორ დავწერ, მაგრამ ღმერთმა ხომ იცის და კაცთათვის დამალვას რაღა აზრი აქვს? ვცდები, იმედია, რაღაც ვერ მესმის! თანაც, გამონაკლისებიც ხომ არიან?
ეს ბოლო დღეებია, რაც ეს დეფინიცია ”ეფრეიტორიზმი” ამეკვიატა. ეს ჩვენი ციცქნათავიანი ოპოპოლიტიკოსები ეფრეიტორ ადოლფს მაგონებენ... საქართველოს მცირე გონებრივი პოტენციალი აქვს, და ვინც ამ პოტენციალს ფლობს, ისაც ან სამთავრობო გუნდშია ან მის მხარდაჭერად მოიაზრებაო, დაახლოებით ასე გავიგე ემზარ ჯგერენაიას ელექტრონული მოსაზრება და მართლაც ასეა: გონიერი კაცი რას უნდა ერჩოდეს სიტყვით და საქმით ქვეყნის დამოუკიდებლობისა და წინსვლის მოამაგე ახალგაზრდა ხელისუფლებას? არა, ანგელოზი არავინაა და საკრიტიკებელიც მათთანაც ბევრია, მაგრამ ძირითადში ხომ ყველაფერი რიგზეა და ამის თქმა ცოდვაა?
ჰოდა, ამიტომ და კიდევ რაღაცატომ იქცა ოპოზიციონერობა დაწუნებული, ხინჯიანი და საეჭვო წარსულის მქონე პოლიტიკოსების საქმედ, ერთი სიტყვით, ეფრეიტორობად. ამ უმწიფარმა ეფრეიტორებმა ბიძინას გარშემო მოიყარეს თავი.
ნუ იყოფინ, რომ შემთხვევით რომელიმე ეფრეიტორი ქვეყნის სათავეში მოექცეს, მაშინ ქვეყნისთვის დამანგრეველ შედეგებს მოვიმკით. რასაკვირველია, ბიძინა ყველაზე დიდი ეფრეიტორია, ეფრეიტორთმთავარი. ეფრეიტორი იმის ეფრეიტორია, რომ თავს მორალზე მაღლა აყენებს. და წეღან, ბ-ნ ზურა ოდილავაძის ქვემორე კომენტარი რომ წავიკითხე, ვიფიქრე აზრს აზრს მივამატებ და ეფრეიტორიზმის საფრთხეზე მივუთითებ მეთქი მკითხველს, ქართულ საზოგადოებას და ყველა გონიერ ვირტუალურ მეგობარს:
”სინდისიერად ის არ მოიქცევა, მან ,ასატრინების” მოსყიდვის გზა აირჩია. ბორისი ყველასერთად გვეუბნება: ,, მე არ მჭირდება რაიმე ახალი პროგრამა, არ მსურს ვიყო კრეატიული, მე ბევრი ფული მაქვს და ამიტომ არ ვცნობ არავითარ პრინციპებს, მე მორალზე მაღლა ვდგავარ! მე ის პირში მახლის –ახლა რიგში შენ ხარ! შენ იცხოვრებ ჩემს მიერ დადგენილი წესებით, რადგან მე ყველას გიყიდით და ,,პუტანების” რიცხობრივი უპირატესობით გავიმარჯვებ!”
და ეს ყოველივე ძალიან ბანალურია. ჰანა არენდტის(Hannah Arendt) ცნობილი კლასიფიკაცია გავიხსენოთ ეფრეიტორიზმის შესახებ: ”ბოროტების ბანალურობა!”
9 აპრილი, 2012.
კომენტარი