საკრებულოს უმრავლესობა საგამოძიებო უწყებებს ზეწოლაში ადანაშაულებს
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები საგამოძიებო უწყებებს ზეწოლაში ადანაშაულებენ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოიებო სამსახურში დეპუტატების დაბარება მიზანმიმართულად იმ დღეს ხდება, როდესაც საკრებულოში სხდომებია დანიშნული.
მამუკა ახვლედიანის თქმით, დღევანდელი სხდომის დაანონსების შემდეგ საგამოძიებო უწყებებში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი ხვიჩა სანაია და გელა ომანიძე დაიბარეს, თუმცა ისინი სხდომის გაცდენას და დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ და ფრაქციის წევრებმა მთავარ პროკურორსა და ფინანსთა მინისტრს სპეციალური წერილიც გაუგზავნეს და საკრებულოს საქმიანობისადმი პატივისცემისკენ მოუწოდეს
კომენტარი