26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სასიკეთო დღეა ახალი კონტაქტებისა და ცოდნის გასაღრმავებლად. შესაძლოა მიიღოთ რაიმე ინფორმაცია, რომელსაც დიდი ხანი ელოდით და ის მნიშნელოვანი იქნება საქმეში წარმატებისთვის.
კურო
მოსალოდნელია კამათი და დაპირისპირება თანამშრომლებთან. ირგვლივ შექმნილი ატმოსფერო, ერთმანეთის დადანაშაულება და ურთიერთპრეტენზიები დააბრკოლებს საქმეს და ზოგადად გარემოზეც არასასიკეთოდ აისახება.
ტყუპები
არასტაბულურ სიტიუაციაში აღმოჩნდებით, ამიტომ სასურველია არ იჩქაროთ და სხვა დროისთვის გადაიტანოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელ სფერსაც არ უნდა ეხებოდეს ეს.
კირჩხიბი
ახალ პროექტებზე მუშაობა მეტად წარმატებული იქნება, განსაკუთრებით თუ ეს ხელოვნებას ეხება. წარამატებას ელოდეთ სასიყვარულო ფრონტზე, შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზითაც გაგახარონ.
ლომი
იყავით კორექტული და საუბრისას შეარჩიეთ სიტყვები, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს უფრო კეთილგანწყობილი იყოთ გარშემომყოფების მიმართ და გაითვალისწინოთ მათი სურვილები.
ქალწული
სერიოზული და კრიტიკული მიდგომა საქმისა და საკუთარი თავისადმი მნიშვნელოვან წარმატებას მოგიტანთ, საუკეთესო შედეგს დადებთ და ავტორიტეტსაც აიმაღლებთ.
სასწორი
შანსი გაქვთ გაიცნოთ და დაუახლოვდეთ მეტად საჭირო გავლენიან ადამიანებს, დაუგეგმავი და მოულოდნელი შეხვედრები დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე და მოვლენებს ახლებურად, სხვა თვალით შეხედავთ.
მორიელი
იმისათვის რომ ყველაფერი დროულად და ხარისხიანად გააკეთოთ, დიდი ძალისხმევა და ყურადღების მობილიზება დაგჭირდებათ, სასურველია დახმარება სთხოვოთ კოლეგებს, ამით საქმეს გაიადვილებთ.
მშვილდოსანი
დიდია ალბათობა თავი ვერ გაართვათ აღებული ვალდებულებების შესრულებას, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შეხვედრებიც შეიძლება გადაიდოს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მალე ყველაფერი დალაგდება.
თხის რქა
იმისათვის რომ მოახდინოთ თქვენი გეგმების რეალიზება, შესაძლოა რაიმეს დათმობა მოგიწიოთ. იმოქმედეთ შეუპოვრად და გაბედულად, მაგრამ ფარული თამაშებისა და ინტრიგების გარეშე.
მერწყული
გადაუჭრელი ოჯახური პრობლემები დიდ დროსა და ენერგიას წაიღებს, მაგრამ თქვენი ოპტიმიზმი და შემართება საშუალებას მოგცემთ ყოველივე სწრაფად მოაგვაროთ და ახლობელთა მადლიერებაც დაიმსახუროთ.
თევზები
იყავით ფხიზლად და მეტი სერიოზულობით შეხედეთ აღებულ ვალდებულებებს, არ იჩქაროთ, დრო გამონახეთ დასვენებისთვისაც და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით.
კომენტარი