სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ის ბიჭია, 20 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით რომ დააკავეს (ფოტო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე 20 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლადო გრიგალაშვილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გრიგალაშვილი მოკლული ანა ნაცვლიშვილის შეყვარებული იყო.


მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, მეგობარს - 1997 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100