თბილისი სინანულს გამოთქვამს, რომ სომხეთმა საქართველოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
ოფიციალური თბილისი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ სომხეთმა გაერო-ში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ქართულმა მხარემ დევნილების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის თხოვნით ოფიციალურ ერევანს მიმართა, კერძოდ, საგარეო საქმეთა მიისტრმა გრიგოლ ვაშაძემ სომეხ კოლეგას შესაბამისი წერილი გაუგზავნა, რომელშიც განმარტა, რომ რეზოლუცია მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებდა და მასში პოლიტიკური ასპექტები წარმოდგენილი არ იყო.
"სომხეთს საკუთარი კონფლიქტური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკითისადმი განსხვავებული მიდგომა გააჩნია" – დასძინა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დევნილების შესახებ რეზოლუცია გასულ კვირას მიიღო. მას 57-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, 74-მა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, 13-მა კი, მათ შორის სომხეთმაც წინააღმდეგ მისცეს ხმა.
კომენტარი