"მთავარი არხის" ოპერატორი, სერგი ბარამიძე თავისუფალია
"მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე გაათავისუფლეს, მან ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობა უკვე დატოვა.
ბარამიძე სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს.
როგორც ოპერატორმა სერგი ბარამიძემ პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, მას სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აღენიშნება დაზიანებებიც.
„ვიღებდით დაკავებულის კადრებს და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა ამ დროს მოხდა. რატომღაც მე გავეხვიე შარში.[პოლიციამ] მითხრა, წესს არღვევდითო, ხელს გვიშლიდითო, ანუ სავალ ნაწილზე იყავით გადმოსულიო. აქტივისტი ხომ არ ვარ, მე ვარ ოპერატორი, ჩვეულებრივად ვიღებდი და რატომ გადაწყვიტეს ჩემი დაკავება, წარმოუდგენელია, არ ვიცი. თვალი მაქვს ჩალურჯებული, დანარჩენი ფიზიკურად არაფერი მეტყობა, მაგრამ კარგად მირტყეს.
განყოფილებაში გადავედით, იქ დიდი არაფერი მომხდარა, უბრალოდ შეამოწმეს ჩემი ნივთები“, - განაცხადა სერგი ბარამიძემ.
კომენტარი