თბილისში არასრულწლოვანმა გოგონამ შუახნის მამაკაცი მოკლა
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, არასრულწლოვანმა გოგონამ შუახნის მამაკაცი მოკლა.
აღნიშნული
ინფორმაცია
"ინტერპრესნიუსს"
შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, არასრულწლოვანი გოგონა მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ არასრულწლოვან გოგონას თავს მამაკაცი დაესხა, გოგონამ თავდაცვის მიზნით, თავდამსხმელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი