პრეზიდენტის განკარგულებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის
14 ოქტომბერს, საღამოს, ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო რეესტრიდან ოფიციალურად მიიღო სპეციალური განკარგულება, რომელსაც ხელს საქართველოს პრეზიდენტი, მოხეილ სააკაშვილი აწერს. განკარგულების თანახმად, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, ამის მიზეზი კი მისი მხრიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება გახდა. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, პრეზიდენტის განკარგულება 11 ოქტომბრითაა დათარიღებული.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელია ჯერ კიდევ 14 ოქტომბრის დილიდან აცხადებდა, რომ მსგავსი განკარგულება არ არსებობდა. ბესელიას თქმით, დღეს ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდება და ამის შემდეგ გაარკვევს, შეიტანს თუ არა სარჩელს სასამართლოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
კომენტარი