სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სიგარეტის ფასებზე ხორხოცი არის მწეველების დამცირება"

სიგარეტის გაძვირების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია.

„მძულს გადაჭარბებული ანტინიკოტინური ყველაფერი, საბოლოოდ მწეველთა უფლებების შეზღუდვაში და ზოგჯერ მათ დამცირებაში რომ გადადის!

დამცირებაა გაზის კამერასავით გაბუღული აკვარიუმები აეროპორტებში, დამცირებაა თბილი რესტორნიდან გაყინულ ქუჩაში გაგდება მოსაწევად, დამცირებაა სამჯერ გაძვირებულ სიგარეტის ფასებზე ხორხოცი ფბ ფრენდების მხრიდან!

მე არ მიყვარს, როცა სხვებს ამცირებენ, მით უფრო, მე. ამიტომ, სადაც წაგასწრებთ, იქ დაგაანფრენდებთ.

ps ერთ დღესაც ყავა რომ აღმოჩნდეს მავნებელი და მისი სუნიც პასიური მყნოსველებისთვის, მერე მაინტერესებს, ვინ როგორ იხუმრებს ყავისმსმელებისთვის რეზერვაციებს რომ მოაწყობენ საჯარო სივრცეში“ - წერს გვარამია პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100