სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

პრემიერი საგამოძიებო ორგანოებს პროაქტიული ინფორმირებულობისკენ მოუწოდებს.

„ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა. პირველ რიგში, სამძიმარი მინდა გამოვუცხადო გოგონას ოჯახის წევრებს, ეს ტრაგედია ცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავსს ტრაგიკულ შემთხვევებს.

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, შსს-ს მინდა დავავალო, მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა არ დარჩეს არცერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა ეს გარკვეული სპეკულირებისთვის გამოიყენოს.

პირველ რიგში, სწრაფი და ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიული ინფორმირებულობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოჯახის და შემდგომ საზოგადოების.

ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს ყველას კარგად გვესმის და სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ ნაბიჯებს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას.

კიდევ ერთხელ, თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მინდა მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტიული ინფორმაციის გაზიარებისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან მცირედი სივრცე არ დავტოვოთ ინტერპეტირებისთვის, ჩვენ დღეს ეს არ გვჭირდება“, – ამბობს გიორგი გახარია.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100