რა უნდა გავითვალისწინოთ ცენტრალური გათბობის ქვაბის შეძენამდე?
ცივ დღეებში სახლების გათბობის ყველაზე
პოპულარული საშუალება დღეს ცენტრალური გათბობის სისტემაა. ის შენობაში სასურველი ტემპერატურის
შენარჩუნებასა და კონტროლს გვიმარტივებს და გარემოსაც უფრო კომფორტულს ხდის. ასევე,
თანამედროვე დანადგარების დახმარებით ასეთი გათბობა გაცილებით უსაფრთხო და ენერგოეფექტურია.
ცენტრალური გათბობის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გათბობის ქვაბია, რომლის მრავალფეროვანი სპექტრიც ჰიპერმარკეტ გორგიაში დაგხვდებათ. გარდა ამისა, აქ ნახავთ რადიატორებს, მილებს და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟისთვის საჭირო სხვა ნებისმიერ დეტალს. რაც მთავარია, მათ შეძენას გორგიას ჰიპერმარკეტებში ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ.
თუმცა, გახსოვდეთ, გათბობის ქვაბების სწორად შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რათა სახლებში კომფორტული გარემოს შექმნა ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეძლოთ. ამიტომ, სანამ გორგიას ესტუმრებით, მანამდე რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გაგიზიარებთ, რაც დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ თქვენი საჭიროებები. ასევე, მათი წაკითხვის შემდეგ, გირჩევთ, კითხვებიც მოინიშნოთ და გორგიას კონსულტანტებს მიმართოთ. ისინი პროფესიონალურ დახმარებას გაგიწევენ და თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პროდუქციას შეგარჩევინებენ.
ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენს ბიუჯეტს. თუმცა, ხანდახან თანხის დაზოგვა და იაფფასიანი პროდუქციის შეძენა საბოლოოდ უფრო ძვირი გვიჯდება ხოლმე. ამაზე დაფიქრება, არც გათბობის ქვაბის ყიდვის დროსაა ურიგო.
შესაძლოა, შედარებით ძვირადღირებული ქვაბი ნაკლებ რესურსს მოიხმარდეს, რამაც მნიშვნელოვნად შეამციროს თქვენი ყოველთვიური გადასახადები. იაფფასიანმა კი, პირიქით, იმდენად გაზარდოს ხარჯები, რომ თანხის დაზოგვა ვეღარ შეძლოთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არჩევანი აუცილებლად ძვირადღირებულ პროდუქტზე უნდა გავაკეთოთ. უბრალოდ, უმჯობესია, ქვაბების მახასიათებლები წინასწარ შევისწავლოთ და დავრწმუნდეთ, რომელი მათგანი უფრო მეტად დაგვეხმარება ეკონომიის გაწევაში.
გათბობის ქვაბის სიმძლავრე
ცენტრალური გათბობის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რა სიმძლავრის ქვაბი გვჭირდება. ის შენობის ფართობიდან გამომდინარე უნდა შევარჩიოთ. ასევე, მხედველობაში მივიღოთ კედლების სისქე, ფანჯრების ზომა, რომელ სართულზეა სახლი, რამდენად თბება მიმდებარე შენობები და ა.შ. ეს დაგვეხმარება დავიანგარიშოთ მისი სითბოდანაკარგიც და ჩვენს ფართობსა და გარემოებებზე სწორად მორგებული სიმძლავრის ქვაბი შევიძინოთ.
ერთკონტურიანი
და ორკონტურიანი გათბობის ქვაბები
ცენტრალური გათბობის ქვაბის ორი ტიპი არსებობს – ის შეიძლება იყოს ერთკონტურიანი და ორკონტურიანი. პირველს მხოლოდ გათბობისთვის იყენებენ. მეორეს კი ერთდროულად გათბობისა და წყლის გაცხელებისთვის.
ტრადიციული
და კონდენსაციური გათბობის ქვაბი
დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება კონდენსაციური გათბობის ქვაბები, რომლებიც, ტრადიციულთან შედარებით, უფრო ეკონომიური და ეკოლოგიურია.
კომენტარი