რუსეთის პატრიარქმა სოციალური ქსელები და ინტერნეტი შეაჩვენა
დიმიტრი მედვედის შემდეგ სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის მიმართ რუსეთის პატრიარქი კირილიც უკმაყოფილებას გამოთქვმს. მისი თქმით, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიზანი სამშობლოს ისტორიული დინების გადაგვარებაა. მაგალითად არაბული ქვეყნები მოიყვანა და აღნიშნა, რომ სოციალური ქსელებით ორგანიზებული მიტინგებისას უბრალო მოქალაქეების სისხლი დაიღვარა.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, დიდი რუსეთის მემკვიდრეებმა მედგრად გავუძლოთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს და არ გავიმეოროთ ის შეცდომები, რომელთაც ქვეყანა მძიმე შედეგებამდე მიჰყავს", - განაცხადა რუსეთის პატრირქმა.
რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაგივრად სჯობს ახლაგაზრდობამ ღვთიური ჭეშმარიტების ჩაწვდომა სცადოს.
კომენტარი