სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძემ არ იცის რა განსხვავებაა აეროდრომსა და აეროპორტს შორის

ოპოზიცია ბოლო დროს ისევ გააქტიურდა და საშემოდგომო შეტევისთვის ემზადება. ოპოზიციონერ ლიდერთა შორის დიდი გაწევ-გამოწევაა, ყველა პარტიის ლიდერი, ჯერჯერობით, შეფარულად და პიარტექნოლოგიების მოშველიებით ცდილობს პირველობის დაჩემებას. მათ შორის, ცხადია, ნინო ბურჯანაძეცაა. არ ახალია, რომ ქალბატონი ბურჯანაძე ხელისუფლებასთან ნებისმიერი სახისა და რანგის დიალოგს უარყოფს. არაერთგზის დაიწერა ქართულ მედიაში, რომ ნინა ანზოროვნა რევოლუციის მომხრეა, ითქვა ისიც, რომ არც სისხლიან რევოლუციაზე იტყვის უარს და არც რუსული ფულის, ტანკებისა თუ სპეცსამსახურების დახმარებაზე, ოღონდ საწადელს _ ქვეყნის პრეზიდენტობას მიაღწიოს.
დასჯკასდ
ბურჯანაძე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკთა და ლანძღვითაა დაკავებული. მისთვის პოზიტიური არაფერი ხდება ამ ქვეყანაში. ბოღმითა და შურისძიებით აღსავსე ქალბატონი, ყველაფერს მხოლოდ მუქ ფერებში ხედავს, მერე კი, პრესა-ტელევიზიით ავრცელებს თავის აზრებს. ძალიანაც რომ არ გინდოდეს დაიჯერო, რომ ნინოს რევოლუცია არ უნდა, კონტრარგუმენტი არ არსებობს. არჩევნებში ის არ მონაწილეობს, ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვის მრავალთვიან პროცესს ახლოს არ გაჰკარებია, მეტიც "ახალი მემარჯვენებიც" გამოთათხა, რატომ შეხვდნენ დავით ბაქრაძეს და რატომ ჩაერთვნენ ამ პროცესშიო.
დასჯკასდ
ნინო "ეროვნულ ფორუმსაც" ემიჯნება – მას არც ყველაზე დემოკრატიულ პირობებში სურს არჩევნებში მონაწილეობა. არა, ჯერ ვინ უნიშნავს არჩევნებს, მაგრამ მაინც... მიზეზი მარტივია: ბურჯანაძესა და მის პარტიას რეიტინგი არა აქვთ, არჩევნები მათი პოლიტიკური დასამარება იქნება – ხსნა რევოლუციაშია. ნინო რევოლუციის გარდა სხვა არაფერზე რომ არ ფიქრობს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ პირადად მას და მის თანაპარტიელ ლიდერებს, დიდი ხანია, სიტყვა არ დაუსველებიათ იმაზე, ხელისუფლებაში თუ მოვლენ, როგორ უნდა მართონ ქვეყანა. ნინო ვიწრო წრეში, თავის მომხრე ექსპერტებთან ერთად აწყობს ამგვარი თემების განხილვას, მაგრამ ხალხი აზრზე არ არის, რატომ უნდა გახდეს პრეზიდენტი ბურჯანაძე, რით აჯობებს სააკაშვილს და რა უნდა, ბოლოს და ბოლოს.
დასჯკასდ
ჯერ არავის სმენია, თუ რა იქნება ბურჯანაძის ხელისუფლების პრიორიტეტები, თუნდაც, ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით, სასამართლო სისტემაში, განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროში, სოფლის მეურნეობაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში და ა.შ. არც ბურჯანაძისა და მისი პარტიის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე გვსმენია მკაფიო განმარტებები. ვიცით ზოგადად, რომ ნინო ბურჯანაძე აპირებს იმას, რაც რუსეთის სახელმწიფოს არსებობის დღიდან. ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ მოახერხა კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობა რუსეთთან.
დასჯკასდ
ეს ლამაზი სიტყვებია მხოლოდ. არა, შენ, ვთქვათ, მართლა გინდა რუსეთთან ეს კეთილმეგობრული ურთიერთობა, მაგრამ იმას უნდა, რატომ არ ეკითხები? ნინო ბურჯანაძე ვერ მოიყვანს ერთ ფაქტს, ერთ მაგალითს, რომ რომელიმე მეზობელ სახელმწიფოსთან რუსეთს ემეგობროს და პარტნიორად გაეხადოს. რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა, კიევის რუსეთის დროიდან უცვლელია – მეზობლად ვასალი უნდა ჰყავდეს. ან მტერი, რომელსაც მაინც დაიპყრობს და გაავასალებს. ეს ისტორიული ჭეშმარიტებაა, თქვენ გგონიათ, არ იცის ბურჯანაძემ? იცის, მაგრამ ყაბულსაა, ოღონდ საქართველოს პრეზიდენტი იყოს და ქვეყანა გინდა რუსეთის კოლონია გახდეს და თუნდაც – ბარბაროსები დაუფლებიან მას.
დასჯკასდ
როცა ნინო ცუდ ხასიათზეა, მიშა ერთპიროვნული ლიდერია, რომელიც ყველა უმნიშვნელო გადაწყვეტილებასაც თვითონ ღებულობს. ცოტა გუნება გამოუკეთდება და სხვაგვარად ჭიკჭიკებს – მიშა შირმაა, გადაწყვეტილებას სხვა ადამიანები ღებულობენ, მიშას იყენებენ, სინამდვილეში სახელმწიფო მართვის ბერკეტები ამ ადამიანების ხელშიაო. ეს ერთ-ერთ გაზეთს განუცხადა ქალბატონმა ბურჯანაძემ და იქნებ გაგვარკვიოს ამ აბდაუბდაში – მიშა შირმაა თუ დიქტატორი? სოლიდური პოლიტიკოსობასა და პრეზიდენტობაზე პრეტენზიის მქონე ქალბატონს, ვფიქრობ, ამ ელემენტარულ საკითხზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი უნდა ჰქონდეს და იმის მიხედვით არ უნდა მანიპულირებდეს, თუ რომელ გაზეთს აძლევ ინტერვიუს, რომელ ტელეარხიდან ლაპარაკობს და რა კატეგორიის ადამიანებს ელაპარაკება. როცა სხვას პიარით ქვეყნის მართვაში ადანაშაულებ, სინდისი იმდენად მაინც უნდა გეყოს, რომ ოპოზიციაშივე იმავე პიარტექნოლოგიებს არ მიმართო, რის გამოყენებაშიც ხელისუფლებას ბრალს სდებ.
ყველა ყველა და ახლა დავით აქუბარდიასაც დაემდურა ბურჯანაძე – თვენახევარი გავიდა და ჩემთვის ნახევარი საათი ვერ გამოძებნა, რომ მივეწვიეო. ჯერ ერთი, "კავკასია" აქუბარდისია და ვისაც უნდა და როცა უნდა, მაშინ მიიწვევს. მეორეც, რა წესია დემოკრატო ქალბატონო, პრესით რომ ამუნათებთ თავისუფალი ტელევიზიის მფლობელს – მიმიწვიე სტუდიაშიო? დემოკრატობაზე თავს რომ სდებ, აბა, იქნებ გამახსენოთ რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის ნორმალური პოლიტიკოსი, თავისუფალი მედიის ხელმძღვანელს საყვედურობდეს საქვეყნოდ, საჩემოდ დრო ვერ გამონახაო? სხვათა შორის, ეს ის აქუბარდია და "კავკასიაა", ქალბატონო ნინო, რომლის ჟურნალისტებსაც ინტერვიუს ვინ ჩივის, კომენტარებსაც არ აძლევდით, ათასჯერ მიგიწვიეს პირდაპირ ეთერში და ცხვირი აუბზუეთ – ეგღა მაკლია, აქუბარდიას დავუჯდე იმ აყროლებულ სტუდიაშიო.
დასჯკასდ
საკრიტიკო რომ გამოელევა ბურჯანაძეს, ისეთებს დააბრეხვებს, კაცს სალაღობო გუნებაზე დაგაყენებს. აქ, ბარში ხომ დაალაგა საქმეები და მოსრა და დედა უტირა ნაციონალურ მოძრაობას, ახლა სვანეთს გადასწვდა. ნახეთ, ახლა რას ამბობს: სააკაშვილმა მესტიაში აეროპორტი უკვე გახსნა 2007 წელს, ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტიც იყო მიწვეული და სიმბოლური გასაღები იმ აეროპორტისა ბადრი ბიწაძეს გადასცაო. იქვე დასძენს, რომ აეროპორტის გადაღებვას და ხელახდა გახსნას და თავისად გასაღებას თუ აპირებს სააკაშვილი – არ ვიციო. ახლა, სირცხვილი კია, პარლამენტის ორგზის ექს-თავმჯდომარეს, ორგზის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს განვუმარტოთ: 2007 წელს, მესტიაში აეროპორტი კი არა, აეროდრომი გაიხსნა, კეთილმოეწყო და რამდენიმე დამატებითი რეისი დაინიშნა შვეულმფრენებისთვის.
დასჯკასდ
ბადრისაც იმ აეროდრომის გასაღები გადასცა მიშამ. აეროპორტი კი, სულ სხვააა – ის შვეულმფრენებსაც მიიღებს, თვითმფრინავებსაც და როგორც ნამდვილ აეროპორტს შეჰფერის, მთელი საჭირო ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი. მესტიის აეროდრომი ქალბატონო ნინო, თვით მფრინავებს ვერ ღებულობს – სამგზავრო ხომალდებს, მხოლოდ ვერტმფრენებსა და მცირეგაბარიტიან სატვირთო თვითმფრინავებს, რომელთაც აეროპორტი არ სჭირდებათ და აეროდრომიც კმარა მათი გამართული მუშაობისთვის. კინოფილმი `მიმინო~ მაინც არ გინახავთ, ქალბატონო ნინო? თქვენ რომ ლაპარაკობთ, ისა, ქალო, "პეპელაა", `პეპელა!!!... ვახ, ამის დედა ვატირე! აი, მიშა კი ნამდვილ თვითმფრინავებზე, დიდ ავიაციაზე ლაპარაკობს. ბადრი ბიწაძეს ჰკითხეთ, ის აგიხსნით უკეთ. ჰო, ბადრის უთხარით, ის გასაღები მიშამ რომ მისცა, მაგრამ შეინახოს, არსად დაეკარგოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100