სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელია: დასანანია, რომ ეს ყველაფერი ახლა მოხდა

ვიმედოვნებ, რომ ეს არის პარტიის შიდა პრობლემები, რომელიც არასწორ დროს დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ამოვიდა ზედაპირზე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, დასანანია, რომ მსგავსი კონფლიქტი ახლა მოხდა, მაგრამ ამით პოლიტიკური ცხოვრება არ სრულდება.

"ვიმედოვნებ, რომ ეს არის პარტიის შიდა პრობლემები, რომელიც არასწორ დროს დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ამოვიდა ზედაპირზე. მჯერა, რომ “გირჩის” სიით გასული არცერთი დეპუტატი ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევა. სამწუხაროა! მე თითოეულ წევრს ვიცნობ, პატივს ვცემ და მსგავსი კონფლიქტები მომხდარა სხვადასხვა პარტიებში მათ შორის, “ნაციონალურ მოძრაობაში” სხვადასხვა ეტაპებზე, მაგრამ ამით პოლიტიკური ცხოვრება არ სრულდება. სამწუხაროა, დასანანია, რომ მოხდა და მოხდა ახლა, მაგრამ ყველაფერი არის მოგვარებადი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის პოსტიც გავრცელდა, სადაც ის წერს, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის გზები გაიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100