სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოქალაქე აცხადებს, რომ ივანიშვილის ბანკმა 27 კგ ოქრო „შეაწერა“

მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკ „ქართუს“ თანამშრომლების მხრიდან ზეწოლის, შანტაჟისა და ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლია და ამავე დროს, სწორედ ბანკ „ქართუს“ აფიორის გამო დაზარალდა. „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში დღეს გამოსვლის დროს ბარდუკაძემ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა, მისი საქმე შეისწავლონ და დაეხმარონ სამართლის პოვნაში.

ბრალდება, რომელსაც ყოფილი ბიზნესმენი ბანკს უყენებს, სკანდალურია - ბარდუკაძის თქმით, „ქართუ-ბანკმა“ მიითვისა მის მიერ ლომბარდში ჩაბარებული ოქროს ნაკეთობები, საერთო ჯამში, 27 კგ. მისი თქმით, სხვადასხვა ინსტანციებში და, მათ შორის, სასამართლოში სიარულით 2003 წლიდან ცდილობს სიმართლის დადგენას, თუმცა, ამაოდ.

"აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხვები, რევიზიები, ექსპერტიზები, დაიწერა აქტი, ჯერ შუალედური, მერე - საბოლოო. შეიქმნა 12 ტომი საქმე, სადაც ცნობილი ვიქენი დაზარალებულად. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კონკრეტულ პირთა დაუდგენლობის მოტივით საქმე შეწყდა". -ამბობს ვარდუკაძე

მისივე თქმით, სასამართლო დავის პარალელურად პერმანენტულად მიმდინარეობდა მისი ოჯახის წევრების დაშინება და პროვოკაციების მოწყობა. დაცხრილეს მისი კუთვნილი ავტომობილი, ასევე საცხოვრებელ სახლი, რის გამოც იძულებული გახდა, დაეწერა განცხადება, რომ ბანკის მიმართ ფინანსური პრეტენზია არ გააჩნია.

ბარდუკაძის განცხადებით, თანხის გაცემაზე უარის თქმა იძულებითი ნაბიჯი იყო. ბარდუკაძე ასახელებს „ქართუ-ბანკის“ იმ თანამშრომელთა ვინაობასაც, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ და სამართალდამცველებისგან რეაგირებას ითხოვს. საქმესთან დაკავშირებით 2008 წლის 13 ივლისს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც "ბანკ ქართუს" დაეკისრა 266,585 აშშ დოლარის გადახდა,თუმცა ბანკს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100