სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო კინოშოკის კინოფესტივალის ფოკუსში

კინოშოკის კინოფესტივალის ფოკუსში წელს საქართველო მოექცა. ფესტივალი 13 – 20სექტემბერს ანაპაში ჩატარდა. ერთადერთი ქართული ფილმი, რომელიც საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა იყო ლევან თუთბერიძის „ცხრა მთას იქით.“ ფილმში შესრულებული როლისთვის ჟიურიმ ეკა მოლოდინაშვილი საუკეთესო მსახიობ ქალად აღიარა.

ამასგარდა, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა. ნაჩვენები იყო შემდეგი ფილმები:

-„ყველა წავიდა“ - რეჟისორი გიორგი ფარაჯანოვი

-„ნეტავ იქ თეატრი არის?!“ - რეჟისორი ნანა ჯანელიძე

-„მანდარინები“ - რეჟისორი ზაზა ურუშაძე

-„პატარძლები“ - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი

-„შემთხვევითი პაემნები“ - რეჟისორი ლევან კოღუაშვილი

ასევე სექციაში „Лента памяти“ გაიხსენეს ცნობილი რეჟისორი რეზო ჩხეიძე და მისი ფილმი „ჩვენი ეზო“.

საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოშოკი“ ანაპაში 1992 წლიდან ტარდება და ამ პერიოდის განმავლობაში მან პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანიფესტივალის სახელის მოპოვება შეძლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100