ახალდაბადებული ჩვილი-გიგანტი 7 კგ-ს იწონის
სლავგოროდის სამშობიაროში (ალტაის მხარე) ჩვილი-გიგანტი დაიბადა. პატარა რომა 42 წლის სვეტლანა პროტასოვასთვის მეშვიდე ვაჟიშვილია.
„ბავშვი მედპერსონალის ყოველგვარი ჩარევის გარეშე დაიბადა, სულ რაღაც 20 წუთში“, - ჰყვებიან სამშობიაროში, - „უბრალოდ, ფიზიოლოგიურ მშობიარობას 7 ექიმი ადევნებდა თვალს. ახლა დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ და გაწერას ელოდებიან“.
„წონა და სიმაღლე ჩემთვისაც დიდი სიურპრიზია, „ - ამბობს დედა, - „დარწევაც კი მეძნელება, იმხელაა. ჩემი გოლიათი დაბადების პირველ დღეებშივე იწონის იმდენს, რამდენსაც ჩვეულებრივი ბავშვები 7-8 თვის ასაკში“.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბოლო პერიოდში ჩვილი-გიგანტები იბადებიან. „ტანმომცროთა ქვეყნად“ წოდებულ ჩინეთში 10 თებერვალს ბიჭუნა დაიბადა, რომელიც 7 კგ-სა და 40 გრ-ს იწონიდა, 16 თებერვალს კი ყაზახეთში დაბადებული გოგონას წონას 7 კგ-მდე სულ ცოტა დააკლდა.
მსგავსი ფაქტი თბილისში შარშან დაფიქსირდა და ამის სესახებ „დრონი.ჯი“-ც წერდა. ივნისში „იმედის კლინიკაში“ დაბადებული ერეკლე თვალავაძე 5.800 კგ-ს იწონიდა.
კომენტარი