მრავალშვილიანი დედა ბავშვების თვალწინ დაცხრილეს (ვიდეო +18)
ვენესუელაში ყაჩაღებმა სამი შვილის დედა როზა დელ კარმენი ბავშვების თვალწინ დაცხრილეს. მიზეზი შურისძიება გახდა - მარტის ბოლოს თავდამსხმელებმა ქალის სახლი დააყაჩაღეს. გამოძიების მსვლელობისას კი მსხვერპლმა ერთი მათგანი ამოიცნო და პოლიციამ მისი დაკავება სცადა, თუმცა მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
დაჯგუფების წევრებმა გაიგეს, თუ ვინ დაეხმარა პოლიციას დამნაშავის გამოაშკარავებაში და ამის შემდეგ ქალს ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც შეშინებული როზა შვილებთან ერთად დედასთან გაემგზავრა სხვა ქალაქში, რათა მათგან დამალულიყო. ყაჩაღებმა მალევე მიაგნეს ქალს და შეიარაღებულები შეცვივდნენ მის სახლში. ერთ-ერთი მათგანი ტელეფონით უღებდა ვიდეოს, მეორე კი აიძულებდა გარეთ გასულიყო, სადაც დაჯგუფების სხვა წევრი ელოდებოდა.
დამნაშავეები მალევე დააკავა პოლიციამ. დაკავებულებს შორის სამი მათგანი ორი წლის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ ძებნილად იყო გამოცხადებული სხვადასხვა დანაშაულის გამო.
კომენტარი