სომხეთის უშიშროება ბადრი ბიწაძის ქვეყანაში ყოფნას არც უარყოფს და არც ადასტურებს
სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია სომხეთში ბადრი ბიწაძის ყოფნის შესახებ, - ამის შესახებ "ნიუს.ამ" იუწყება.
აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს ასევე სომხეთის პოლიციაში იმ მიზეზით, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის.
26 მაისის მოვლენების შემდეგ, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ბიწაძე სომხეთში იმყოფება.
ბიწაძის წინააღმდეგ, პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზების მუხლით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სასამართლომ მას 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
კომენტარი