სააკაშვილი: პოლიტიკისგან დასვენებას ისედაც ვაპირებდი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომავალ პრეზიდენტს მთაწმინდის რაიონის N19 უბანზე მისცა ხმა. რის შემდეგაც პრეზიდენტი საკუთარ ბინაში, ჟურნალისტებს გაესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილი: ეხლა არჩევანი ჩვენ ყველამ შეიძლება გავაკეთოთ ზარალის მინიმიზაციისთვის. მთავარი პროექტები საქართველოში არის შეჩერებული ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით. დაპაუზებულ მდგომარეობაშია ქვეყანა ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით. ბევრი სხვა ისეთი ტენდენციაც შეინიშნება, რომელიც არ არის ხალხისთვის კარგი და ეს ხალხმა კარგად იცის.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ბევრს არ ნიშნავს, რადგან ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი აღარ მართავს აღმასრულებელ ხელისუფლებას. არჩევნებს აქვს სერიოზული მნიშვნელობა იმ კუთხით, რომ მოხდება სერიოზული გადაჯგუფებები საქართველოში. პრეზიდენტის უფლებებები ახალი კონსტიტუციით ძირითადად სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლიკასაც აქვს ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელობა, ამიტომ სულ ერთი არ არის ვინ გახდება პრეზიდენრტი.
დღეს ჩემი დილა სირბილით დავიწყე, ვემზადები იმ პერიოდისთვის, რომლის განმავლობაშიც უნდა დავისვენო და ძალები მოვიკრიბო. მართალი გითხრათ მე არ ვარ დაღლილი, მაგრამ ემოციურად დატვირთული ვარ.
ძალიან მარტივია, ყველა პოლიტიკოსს აქვს გარკვეული პერიოდი თავისი თავის მარაგი. მინდა გითხრათ, რომ ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები მე რაღაც პერიოდი პოლიტიკისგან დასვენებას ვაპირებდი, მითუმეტეს თუ ისე მოხდებოდა, რომ აღმშენებლობა გაგრძელდებოდა მე საერთოდ ვაპირებდი პოლიტიკიდან ჩამოშორებას. ეს იყო ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება და ამის შესახებ ჩვენმა თანამებრძოლებმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იცოდნენ.
ახლა საქართველო შედის გაურკვევლობის რთულ ეპოქაში და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაერკვეს, ვიდრე მე როგორ გამოვერკვევი და მე რას გავაკეთებ.
კომენტარი