საქართველოს ფოსტაში რებრენდინგი იწყება
საქართველოს ფოსტაში რებრენდინგი იწყება. ფოსტა მალე ახალი ლოგოთი და ბრენდით გამოჩნდება.
როგორც საქართველოს ფოსტაში აცხადებენ, მიმდინარე წელს ფოსტა მომხმარებელს გაუმჯობესებულ და ახალ სერვისებსაც შესათავზებს. გარდა ამისა, როგორც ფოსტაში აცხადებენ, მათ სარეზერვო კადრებიც შექმნეს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ფოსტაში დასაქმდებიან.
შეგახსენებთ: საქართველოს ფოსტას გასული წლის ნოემბრიდან ახალი ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძე ჰყავს.
"საქართველოს ფოსტის" 100% სახელმწიფოს საკუთრებაა და ახალი გენერალური დირექტორის განცხადებით, მისი ამოცანაა "საქართველოს ფოსტა" თანამედროვე ბაზარს მოარგოს. მისივე თქმით, გასაუმჯობესებელია ფოსტის სერვისი და ასევე გადაიხედება სატარიფო პოლიტიკა.
კომენტარი