სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - კარგი დღეა ფინანსური ოპერაციების განხორციელებისათვის. ასევე საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ. ვაჭრობაში წარმატება გელოდებათ. უფროსის, ან მშობლების რჩევები გაითვალისწინეთ.

კურო - კარგი დღეა სწავლისა და ხანმოკლე მოგზაურობისათვის. შესაძლოა დოკუმენტებთან მუშაობა მოგიხდეთ. პროექტი, რომელსაც დღეს წამოიწყებთ, თქვენთვის სასურველი მიმართულებით განვითარდება.

ტყუპები - დღეს თქვენი ინტერესის სფერო ბიზნესი, კომერციული და კულინარიული საქმიანობა იქნება. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონსა და მატერიალურ მდგომარეობას.

კირჩხიბი - ზღვა ინფორმაციიდან, ინტუიციის დახმარებით, თქვენთვის საჭიროს გამოარჩევთ. კარგი დღეა კულინარიული ხელოვნების დასაუფლებლად. დამჯერი მოსწავლე იქნებით. მეგობრებთან ურთიერთობა საქმიან სახეს მიიღებს.

ლომი - საშუალება მოგეცემათ უფროსს, ან დამსაქმებელს პირად საკითხებზე ესაუბროთ. არ არის გამორიცხული, რომ ამგვარი საუბრის მთავარი თემა თქვენი შრომის ანაზღაურება გახდეს. იმისათვის, რომ ურთიერთობა კომფორტული იყოს, შეინარჩუნეთ დამაჯერებელი ტონი. თქვენი არგუმენტები დამაჯერებლი და ლოგიკური უნდა იყოს.

ქალწული - სხვა ქალაქიდან, ან ქვეყნიდან ისეთ ინფორმაციას მიიღებთ, რაც თქვენს გეგმებზე დადებით გავლენას მოახდენს. ურთიერთობა მოგიწევთ შორეულ ნათესავებთან, უცხოელებთან, მასწავლებლებთან. კარგი დღეა მოგზაურობის წამოსაწყებად.

სასწორი - დღეს ოჯახის ბიუჯეტმა შესაძლოა დისკუსია გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, ბიზნეს-პროექტის შემუშავება, ან კრედიტის გაფორმება მოგიხდეთ. შესაფერისი დღეა ბანკებსა და სადაზღვეო კომპანიებში ვიზიტისათვის.

მორიელი - დღის პირველ ნახევარში თავს კომფორტულად იგრძნობთ იმიტომ, რომ უამრავი თანამოაზრე და დამხმარე გამოგიჩნდებათ. პრობლემების მოგვარებას მათი დახმარებით ადვილად შეძლებთ.

მშვილდოსანი - პირად ცხოვრებაში პატარა დაბრკოლება გელოდებათ. თუმცა, მის გადალახვას მშვიდი დიალოგის დახმარებით შეძლებთ. სამსახურში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.

თხის რქა - ყოველდღიური მოვალეობების შესრულება დამღლელი გახდება. რუტინული სამუშაო თქვენი ნეგატიური განწყობის მიზეზი გახდება. რელაქსაციისათვის მიმართეთ უახლოეს მეგობრებს.

მერწყული - დღეს საკუთარ თავს უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ. გააკეთეთ ის რაც თქვენ თავად გსურთ და ნუ იმოქმედებთ სხვისი მითითებების მიხედვით.

თევზები - მიზნის მიღწევაში შრომისმოყვარეობა და სამართლიანობა დაგეხმარებათ. შეაფასეთ მოვლენები ობიექტურად და იმოქმედეთ შესაბამისად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100