დღეიდან აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება
დღეს აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. გახსნის დღისთვის ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის იქნება ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან.
სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“, რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ზღვის სანაპირო, კოლონადებთან
• ფრანების შოუ სანაპიროზე 12:00 – 20:00
საზაფხულო თეატრთან
• DJ 12:00 – 22:00
• ბალეტი ღია ცის ქვეშ 16:30 – 17:30
ზღვის სანაპირო ანაბანის კოშკთან -
• საზღვაო ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა, ჯაზ ბიგ ბენდის თანხლებით 16:00 – 16: 30
• პანტომიმა - მოძრაობის თეატრი საზღვაო თემატიკით 16:00 -17:30
ანბანის კოშკთან
• მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის ავია შოუ 16:00 – 17:00
დრამატული თეატრის ეზოში
• სპექტაკლი „ ჰელადოსი“ 20:30 – 22 :00
ბათუმის მუზეუმებში, პეტრასა და გონიოში შესვლა უფასოდ
• 10:00 – 20:00
ბულვარი, კოლონადებთან
• ფოიერვერკი 22:00
კომენტარი