"უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვასთან დაკავშირებით, სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა"
მთავრობამ შესაძლოა, საქართველოში რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისი საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დააყენა.
„დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება კაფის, რესტორნის, ბარების დახურვასთან დაკავშირებით. სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა. ფინანსთა სამინისტრომ ამაზე უნდა იმუშაოს, რანაირად შგევიძლია ამ ეფექტის შერბილება“ - მიმართა პრემიერმა საბჭოს.
კომენტარი