სტიქია შიდა ქართლში
უხვმა ნალექმა შიდა ქართლში პრობლემები შექმნა.
გადაუღებელმა წვიმამ მდინარე სურამულას ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც სურამში სახლები დაიტბორა.
წინასწარი ინფორმაციით, მშენებარე ავტობანიდან წამოღებულმა ქვიშამ და შლამმა სანიაღვრე არხები ამოავსო და მათი დახშობა გამოიწვია.
სტიქიაა ქარელის მუნიციპალიტეტშიც, სადაც შეცვლილი კალაპოტის გამო მდინარემ სათბურები დატბორა.
კომენტარი