ჩვილის პათოლოგიის შოკისმომგვრელი კადრები: პათოლოგია ქირურგებმა აღმოფხვრეს
რედაქციის გაფრთხილება: მასალას თანდართული ვიდეოს ნახვა მიზანშეწონილი არ არის არასრულწლოვნებისა და არამდგრადი ნერვული სისტემის მქონეთათვის!
აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში დაბადებული ამ ჩვილის ნახვისთანავე დედას გული წაუვიდა, მანამდე კი ექიმები გახდნენ მოსასულიერებელნი. ჩვილს, რომელსაც სხეული ნორმალურად ჰქონდა განვითარებული და წონითაც ნორმალური დაიბადა, არც ჯანმრთელი ახალშობილისთვის დამახასიათებელი რეფლექსები აკლდა, მაგრამ ის განსაკუთრებით საზარელი სანახავი აღმოჩნდა, როცა ატირდა -
სწორედ ატირებულმა ბავშვმა გამოიწვია ყველა მნახველის შოკი, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ბავშვი გენეტიკური დაავადებით იყო ავად და ქირურგიულ ჩარევას მისთვის ნორმალური სახის დაბრუნება შეეძლო.
როცა ბავშვის ასეთ ყოფას მიეჩვივნენ, ის ვიდეოზეც გადაიღეს და შოკისმომგვრელი კადრები ინტერნეტშიც გავრცელდა. ასეთი სახით ბავშვი სულ სამი თვის განმავლობაში აოცებდა მნახველებს, თუმცა, თავის ქალის წინა ნაწილის შემცირებისა და შუბლის ნაწილის ე.წ. შეკეცვის მიზნით ჩატარებულმა ქირურგიულმა ოპერაციამ შედეგი გამოიღო:
ბავშვის თვალები ბუდეში ჩაჯდა და იგი ნორმალური სახის მქონე გახდა: დღეს ის სხვებისგან არაფრით განსხვავებული პატარაა და მისი სიცოცხლის პირველი დღეების მოწმე მხოლოდ ეს კადრებია, სადაც, სხვათა შორის, გასაგები მიზეზების გამო, პატარა იდენტიფიცირებული არ არის...
რედაქციის გაფრთხილება: მასალას თანდართული ვიდეოს ნახვა მიზანშეწონილი არ არის არასრულწლოვნებისა და არამდგრადი ნერვული სისტემის მქონეთათვის!
კომენტარი