სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგა ხაინდრავა ფილმს კრემლის დაკვეთით გადაიღებს?

ხაინდარავამ ღიად განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, თუმცა, მისი კინოში დაბრუნება შესაძლოა ისევ დაუკავშირდეს პოლიტიკას. საქმე ისაა, რომ გოგა ხაინდრავა ფილმის გადაღებას აპირებს.
„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, ხაინდრავას ფილმში აღწერილი იქნება საქართველოდან წასული ადამიანების ისტორია. ხაინდრავა არც იმას მალავს, რომ ფილმში საქართველოს ხელისუფლება ნეგატიურ კონტექსტში იქნება წარმოდგენილი.
მართალია, ხაინდრავას ჩვენთან საუბარი არ სურს, მაგრამ, „დრონი.ჯი“-მ მაინც გაარკვია, რომ ფილმის გადაღება ესპანეთში დაიწყება, თუმცა, ფილმის გადაღების დაწყების თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არაა, რადგან პოლიტიკაში ხელმოცარული რეჟისორი დაფინანსების წყაროებს გააფრთებული დაეძებს.
გოგა ხაინდრავა უკვე იყო ესპანეთში, თუმცა, მანამდე აქტიურად ეხმიანებოდა თავის რუს მეგობრებს, რომლებმაც, როგორც ხაინდრავას გარემოცვის ერთ-ერთი წევრი გვიყვება, კრემლთან შუამავლობის პირობა მისცეს. გარემოცვის მტკიცებით, ხაინდრავას ოკუპანტებისთვის ფილმის დაფინანსება ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხოვია, როცა რენე ჰარლინმა რუსულ აგრესიაზე გადაწყვიტა კინოს გადაღება...
მაშინ, ხაინდარავა რუსებს უმტკიცებდა, რომ თუ ოკუპანტები მის ფილმს დააფინანსებდნენ, უფრო მეტად გაიოლდებოდა მისი და კრემლის ერთობლივი ამოცანა - საქართველოს ხელისუფლების დამხობა და კრემლის მარიონეტის მოყვანა საქართველოს პრეზიდენტად. როგორც ჩანს, იმ დროს ოკუპანტებს „ჯიბეზე ხელის გაკვრა“ დაეზარათ. სამაგიეროდ, ახლა ელოდება ხაინდრავა ოკუპანტებისგან დაფინანსებასო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100