30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გამოგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი. ფინანსური საკითხების მოგვარებისას სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, განსაკუთრებით აპრილის შუა რიცხვებში დაბადებულები.
კურო
დილით მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას ნუ შეუდგებით, შუადღემდე დაიცადეთ. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის. შესაძლოა, კომპიუტერული პროგრამის ათვისებამ მოგიწიოთ. მოერიდეთ ნერვიულობას, ენერგიას ტყუილად ნუ დახარჯავთ.
ტყუპი
დილა დასვენებას, სუფთა ჰაერზე გასეირნებას დაუთმეთ. შუადღეს მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად/გასაგრძელებლად, მგზავრობისთვის, უცხო ენის შესასწავლად. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან.
კირჩხიბი
დილით ყველა საქმეში სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით ივლისის შუა რიცხვებში დაბადებულებს. დღის განმავლობაში მოსალოდნელია საინტერესო ადამიანების გაცნობა, შეხვედრები. აღადგინეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში.
ლომი
მეტი დრო დაუთმეთ პროფესიონალური და კარიერული საკითხების მოგვარებას. გამონახეთ შემოსავლის ახალი წყარო. ახალი სამსახურის დაწყებაში გავლენიანი ადამიანები დაიხმარეთ.
ქალწული
საინტერესო შეხვედრები და შემოთავაზებები შუადღის შემდეგ გელით. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. ყურადღება გმართებთ ინფორმაციების მიმართ. დაესწარით სამეცნიერო კონფერენციებს. აღადგინეთ ურთიერთობები სოციალურ ქსელებში.
სასწორი
დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა, მოერიდეთ პესიმისტურ ადამიანებთან ურთიერთობას. ფინანსების მიმართ მეტი სიფრთხილე გმართებთ. საოჯახო ბიუჯეტი მეუღლესთან შეათანხმეთ.
მორიელი
განაახლეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. მათი დახმარებით შეძლებთ ახალი იდეების განხორციელებას, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მოსალოდნელია კარიერული წინსვლა.
მშვილდოსანი
სოციალურად აქტიური უნდა იყოთ. შეხვდით კლიენტებს, პარტნიორებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. აითვისეთ ახალი კომპიუტერული პროგრამები. გაფრთხილდით, არ გათქვათ საიდუმლო ინფორმაცია.
თხის რქა
დილას მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაიწყებთ. დღის მეორე ნახევარი საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან. ყურადღებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
მერწყული
გამონახეთ დრო საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად. გაიუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები. ნათესავებთან საუბრისას მოერიდეთ კრიტიკას. ეცადეთ გამონახოთ კომპრომისი, დაიცვათ ტრადიციები.
თევზები
სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას, განსაკუთრებით ფინანსურთან. კარგი დღეა სწავლისთვის, შეხვედრებისა და ძველი ურთიერთობების აღსადგენად. ზოგიერთს მოულოდნელი გადაადგილება ელის.
კომენტარი