ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. სულ ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო. 08:00 საათზე, თბილისის #175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე იმყოფება, რომელიც საგამოცდო პროცესის მსვლელობას აკვირდება. მისი ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე ორმა აბიტურიენტმა დააგვიანა.
კომენტარი