სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერლინ მონროს საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოადგინეს შენაძენების ჩეკი, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხას მოიცავდა. ეს ჩეკი მერლინ მონროს ეკუთვნოდა და მან გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სხვადასხვა ავეჯი შეიძინა.

აქ კი იბადება კითხვა: რატომ შეიძინა ადამიანმა სხვადასხვა ნივთები მაშინ, როცა იგი რამდენიმე საათის შემდეგ თავის მოკვლას გეგმავდა? აღნიშნულ კითვას რამდენიმე ფსიქოლოგმა გასცა პასუხი.

ისინი აღნიშნავენ, რომ ადამიანები, რომლებსაც სუიციდი აქვთ გადაწყვეტილი ხშირად გამოხატავენ ეგოიზმს და ცდილობენ საკუთარი ოცნებების ახდენს. მიუხედავად ამისა, რთულია ითქვას, რომ მონროს ოცნებას სახლისთვის სხვადასხვა ნივთების შეძენა წარმოადგენდა.

ყველამ კარგად იცის თუ რამხელა საიდუმლოებით არის მოცული მონროს გარდაცვალება. ექსპერტების აზრი ამ შემთხვევაში ორად იყოფა. მათი ნაწილი ირწმუნება, რომ მონრო მოკლეს, მეორე ნაწილი კი თვლის რომ ვარსკვლავმა თავი მოიკლა. საზოგადოება დიდი ხანია ცდილობს გაარკვიოს სიმართლე, მაგრამ ჯერჯერობით ეს სიმართლე არსად არ ჩანს და მონროს იდუმალ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

ფსიქოლოგი დევიდ ბერნშტეინი კი ორჭოფობს: „ვთვლი, რომ მონრომ თავი მოიკლა, ეს შენაძენები კი მისთვის სიმშვიდის გარანტი გახლდათ. ვარსკვლავი სიცოცხლის უკანასკნელ საათებში საკუთარი თავისთვის უაღრესი სიამოვნების მინიჭებით იყო დაკავებული. მსგავსი ქმედებები კი მას თავს სრულყოფილად აგრძნობინებდა. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ჩეკი დიდ საიდუმლოს ინახავს. ჩემი აზრი და შეხედულება შესაძლოა სრულებით იყოს საფუძველს მოკლებული. არ შემიძლია დარწმუნებული ვიყო სუიციდში და შესაძლოა ვცდებოდე. ამ აღმოჩენამ ჩემი მტკიცე შეხედულებაც ეჭვქვეშ დააყენა. შესაძლოა მონრო მოკლეს!“

„მერლინს ცხოვრება უყვარდა. იგი სიცოცხლით სავსე იყო. მერლინი თავს არ მოიკლავდა. ეს ჩეკიც ამის დასტურია. იგი გარდაცვალებას არ გეგმავდა, მას დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება სურდა!“ - აღნიშნავს მონროს ერთ-ერთი აგენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100