ლედი გაგა როდრიგესის ფილმში ითამაშებს
გასულ წელს დასავლური პრესა წერდა, რომ მალე ლედი გაგას დებიუტი შედგებოდა ეკრანზე, როლს კი თავად კვენტინ ტარანტირო შესთავაზებდა. თუმცა, კოლეგას რობერტ როდრიგესმა დაასწრო: სწორედ მის ფილმში ითამაშებს მომღერალი თავის პირველ როლს.
26 წლის ვარსკვლავმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. Twitter-ზე დაწერა, რომ მონაწილეობას იღებს ფილმში „მაჩეტე კლავს“, რომლის პრემიერაც მომავალ წელსაა დაგეგმილი.
უკვე ცნობილია, რომ გაგას გმირის სახელი ქამელეონია. როდრიგესმა კი ბლოგზე დაწერა, რომ აღფრთოვანებულია გაგას შესაძლებლობებით.
კომენტარი