სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვახტანგ რჩეულიშვილი: დედის დაკავება განიცადა და ამიტომ ჩაბარდა. მე ვურჩევდი, რომ ეს არ გაეკეთებინა

ვახტანგ რჩეულიშვილის მტკიცებით, მისი შვილი გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. როგორც ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა, გუკა რჩეულიშვილმა საგამოძიებო უწყებას თავად მიაწოდა ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ.
"სად გადაიყვანეს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. გუკამ, ალბათ, დედის დაკავება განიცადა და ამიტომ ჩაბარდა. მე ვურჩევდი, რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგან ეს არის ჩვენს წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა, რათა ოჯახის ქონება ხელში ჩაიგდონ", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
გუკა რჩეულიშვილის დაკავება მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. მთავარი პროკურატურის მტკიცებით, რჩეულიშვილი სამართალდამცავებს საკუთარი ნებით არ ჩაბარებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100