სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერი კეიტ ოლსენი სარკოზის რძალი ხდება. სიძე პატარძალზე 17 წლით უფროსია

ცნობილი ტყუპი დები ოლსენებიდან ერთ-ერთი, მერი კეიტ ოლსენი თხოვდება. 27 წლის კინოვარსკვლავის რჩეული 44 წლის ფრანგი ბანკირი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ნახევრძმა ოლივიე სარკოზი გახლავთ.

მომავალი ქორწილის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, თუმცა წყვილმა საკუთარი ნიშნობის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.

ოლივიესთვის ეს რიგით მეორე ქორწინებაა, პირველ ცოლს ის 13 წლის წინ დაშორდა. მერი კეიტი კი აქამდე გათხოვილი არ ყოფილა და ცოლის სტატუსს პირველად მოირგებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100