სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარკ ტვენი "ტრაგიკული ნათესაობა"

ერთმა ფილადელფიელმა მოქალაქემ თავი მოიკლა და შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა:
– მე შევირთე ქვრივი ქალი, რომელსაც მოზრდილი ქალიშვილი ჰყავდა. მამაჩემმა შეიყვარა იგი და ცოლად შეირთო. ასე რომ, მამაჩემი სიძე გახდა ჩემი, ხოლო გერი – დედაჩემი, რადგან ის მამაჩემის მეუღლე იყო.

ჩემს ცოლს შეეძინა ვაჟი, რომელიც მამაჩემს ცოლისძმად ეკუთვნოდა, მე კი ბიძად, როგორც ჩემი დედის ძმა.

მამაჩემის ცოლსაც შეეძინა ვაჟი. იგი, რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც იყო და ვაჟიშვილიც, როგორც ჩემი ქალიშვილის ვაჟი.

მაშასადამე, ჩემი ცოლი გახდა ჩემი ბებია, როგორც დედაჩემის, ანუ ჩემი გერის დედა, მე კი ერთსა და იმავე დროს ჩემი ცოლისათვის ქმარიც ვარ და შვილიშვილიც, და რადგან, რომელიმე ადამიანის ბებიის ქმარი ამავდროულად ამ ადამიანის ბაბუაც არის, გამოდის, რომ მე ჩემი თავის ბაბუაც ვყოფილვარ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100