სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა.

სასულიერო პირი 2 კვირის წინ, მამათა მონასტრის სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა. ის სხეულის 44%-იანი დამწვრობით თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული:

დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები," - ნათქვამია ქუთაის-გაენათის ეპარქიის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100