სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დრონი.ჯი-სთვის კინო საქართველოსთან მომხდარი საშინელი ავარიის დეტალები ხდება ცნობილი

დრონი.ჯი-სთვის კინო საქართველოსთან მომხდარი საშინელი ავარიის დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩვენთან საუბარში თვითმხილველი ამბობს, "Volkswagen"-ის მარკის ავტომომანქანა, ჯერ ტოიოტა პრიუსის მარკის ავტომობილს დაეჯახა, ხოლო შემდეგ ქვეითად მოსიარულე გაიტანა.

„დიდი სისწრაფით მოძრაობდა "Volkswagen", აშკარად საჭეს ვერ იმორჩლებდა, ისეთი ხმა იყო შეჯახების გარეთ გამოვედი, ჯერ ტოიოტა პრიუსს გაჰკრა კარგად და მერე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს, ააგდო და დიდ მანძილზე მოისროლა. საწყალი ადგილზევე გარდაიცვალა“ - აცხადებს ჩვენთან საუბარში თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დრონი.ჯი-ს განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. „ჯერ-ჯერობით დაკავებული არავინაა, რადგან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზის შედეგებს ველოდებით“ - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ საშინელი ავარია კინო საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ ღამით, დაახლოებით 12 საათზე მოხდა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100