სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე ვაგრძელებ დღეიდან ყველაფერს იმას, რასაც ზაზა აკეთებდა" - ზაზა სარალიძის დედამ პარლამენტთან შიმშილობის აქცია დაიწყო

ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ დედა მივიდა. როგორც მარინა ბეგაძემ განაცხადა, ის შიმშილობას იწყებს და მიუხედავად მისი შვილის დაკავებისას აქცია კვლავ გაგრძელდება.

„მართალია, ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ, ზაზა მარტო არ არის. მე ვაგრძელებ დღეიდან ყველაფერს იმას, რასაც ზაზა აკეთებდა. ყველანაირად ჩავერთვები აქციაში. ზაზას მხარს ყოველთვის უმაგრებდა ჩვენი ოჯახი და ახლაც გავაგრძელებთ ასე" - აცხადებს ზაზა სარალიძის დედა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100