გვარს არ ვიტყვი და ერთი მინისტრი ოთხჯერ იყო აცრილი, მაგრამ დაემართა "ომიკრონი" - ირაკლი ღარიბაშვილი აცრილი არ ყოფილა
მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ არის აცრილი, რადგან მისი შეფასებით, აზრი არ აქვს.
როგორც ღარიბაშვილმა „ღამის კურიერთან“ საუბრის დროს განაცხადა, ერთი მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ოთხჯერ აიცრა, თუმცა მაინც დაემართა „ომიკრონი“
„ბუსტერით არ მაქვს, აზრი არ აქვს, ომიკრონი გადატანილი მაქვს, ამერიკელ მეცნიერებს დავეყრდნობი ისევ და ევროპის მეცნიერებს - უფრო მაღალი იმუნიტეტის მქონეა ვიდრე ბუსტერ დოზა. უფრო მეტს გეტყვი, ერთი მინისტრი, გვარს არ ვიტყვი, ოთხჯერ იყო აცრილი მაგრამ მაინც დაემართა ომიკრონი.თქვენ ამიხსენით, ვარ თუ არა მართალი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე - გადაფიქრებინებს თუ არა პრემიერის მისი ეს განცხადება იმუნიზაციის პროცესში ჩართვას იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში აპირებდნენ ვაქცინაციას პრემიერმა უპასუხა, რომ თუ ვაქცინირებული არ იქნებოდა ალბათობა იმისა, რომ კოვიდს რთულად გადაიტანდა მაღალი იყო.
„მე რომ არ ვყოფილიყავი ფაიზერით აცრილი ორჯერ, ალბათობა იმისა რომ უფრო რთულად გადავიტანდი ომიკრონს იყო საკმაოდ მაღალი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარი