სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში, თურქეთსა და სომხეთში მიწა იძრა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთის აღმოსავლეთით. უკანასკნელი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,6 ბალი შეადგინა. ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ ვანიდან 35 კილომეტრში. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მიწისძვრა მეზობელ სომხეთშიც დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები ერევანში ადგილობრივი დროით 14:45 წუთზე იგრძნობოდა. სხვადასხვა ინფორმაციით, მაგნიტუდამ 5,0 - 6,0 ბალი შეადგინა. განსაკუთრებით მკვეთრი ბიძგები, სომხეთის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დაფიქსირდა. ამ დროისათვის, ქალაქის მოსახლეობა ქუჩებში იმყოფება და ქვეყნის სეისმური სადგურის და ხელისუფლების ინფორმაციას ელის.

მცირე ხნით ადრე კი, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ თურქეთში მიწისქვეშა ბიძგებმა 7,6 ბალი შეადგინა. უკანასკნელი ცნობებით, ვანის პროვინციაში ნგრევა მოხდა, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, გათიშულია ელექტროენერგია და არ მუშაობს სატალეფონო კავშირი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. მსხვერპლის შესახებ ზუსტი ცნობები, ჯერჯერობით, არ არსებობს. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც იგრძნობოდა, თუმცა, მას ნგრევა არ მოჰყოლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100