სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საქართველოში უნდა გათენდეს!"- სააკაშვილის "ვარშავის გეგმა" და 5 ნაბიჯი წარმატებული ევროპული სახელმწიფოს შესაქმნელად (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ახალი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. მიხეილ სააკაშვილის თქმით „ვარშავის გეგმის“ პირველი 5 ნაბიჯი ითვალისწინებს იმ აუცილებელ 5 რეფორმას, რომელიც ქვეყნის წარმატებულ სახელმწიფოდ გადასაქცევად არის საჭირო. სააკაშვილის განცადებით, საქართველო ვპოლონეთის მსგავსად უნდა გადადგას აქტიური ნაბიჯები და წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ შედგეს:

„ჩვენ წარმოგიდგენთ „ ვარშავის გეგმის“ პირველ 5 ნაბიჯს, ჩვენს კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ, სადაც მოქალაქეების თავისუფლება გარანტირებული იქნება, სადაც მათ მაღალი შემოსავალი, ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა ექნებათ. ამისათვის საჭიროა შემდეგი ცვლილებები, 1) საგადასახადო სისტემა, საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში სადაც იქნება მხოლოდ ერთი გადასახადი- დამატებითი ღირებულების გადასახადი. უქმდება მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, დივიდენდების გადასახადი. 2) ყველაზე მცირე ზომის მთავრობა ევროპაში, მთლიანად სერვისზე ორიენტირებული. ეს იქნება ყველაზე ტექნოლოგიური მთავრობა. 3) ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, იქნება მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემა, 2 მილიონ ადამიანს ექნება ყოველწლიური უფასო გამოკვლევები. საქართველოში სოციალური დახმარება გაიზრდება მინიმუმ 3-ჯერ. ლაზიკაში აუცილებლად შეიქმნება თავისუფალი ქალაქი სადაც ყველა ნიჭიერ ადამიანს ექნება მრავალათასლარიანი სამუშაო ადგილი. იქ ინება თავისუფალი სავალუტო რეჟიმი. 4) განათლება - დავაბრუნებთ ამერიკის ტექნოლოგიურ პროექტს, ყველა სკოლაში იქნება ევროპული სტანდარტი და ევროპული პროგრამები. პედაგოგების მინიმალური ხელფასი იქნება 1500 ლარი, ყველა მოქალაქეს დაუბრუნდება შესაძლებლობა რომ ისწავლოს ინგლისური მაღალ დონეზე. 5) ციხეები - საქართველოში ციხეების ნაწილი უნდა დაიხუროს, ყველა მსუბუქი დანაშაული, ყველა ეკონომიკური დანაშაული, მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა ისჯებოდეს საპატიმრო სანქციებით. თანამედროვე პროგრესი იძლევა ბევრი ალტერნატიული შეზღუდვის საშუალების გამოყენების შესაძლებლობას, რესოციალიზაციის საშუალებას, ციხეში მოხვდებიან მკვლელები, ყაჩაღები, პედოფილები და ძალიან შეზღუდული რაოდენობის დამნაშავეები.

არცერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა დაბრუნდეს თავის კაბინეტში, ეს ეხება ყველა სფეროს. საქართველოში გაიზარდა სრულიად ახალი თაობა. ამ ხალხთან ერთად ჩვენ ყველანი შევქმნით ყველაზე წარმატებულ მთავრობას ევროპაში.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100