ჯონი დეპი რუს მოცეკვავეს ხვდება და მალე იქორწინებენ კიდეც
ყვითელი პრესა ახალ რომანზე ალაპარაკდა, რომლის მიხედვითაც მსახიობი ჯონი დეპი რუს მოცეკვავეს, პეტერბურგელ პოლინა გლენს ხვდება, რომელიც 21 წლისაა.
მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, პოლინა უკვე გადავიდა 55 წლის მსახიობთან საცხოვრებლად და ისინი მალე იქორწინებენ. როგორც ირკვევა, წყვილმა ერთმანეთი ერთი წლის წინ ლოს-ანჟელესში ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო. იმასაც ამბობენ, რომ პოლინამ თავიდან ვერც იცნო ჰოლივუდის ვარსკვლავი.
პოლინა ცნობილი რუსი მოცეკვავეა, რომელიც ამერიკაში საცხოვრებლად ორი წლის წინ გადავიდა. მისი მეგობრები ფიქრობენ, რომ დეპს ის ძალიან უყვარს, რადგან ფული და დიდება არც ერთ მათგანს ანაღვლებს.
კომენტარი