ნიკა მელიას სპეციალური განცხადება
„ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავიცვათ ხმები,“- ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ოპოზიციურ პარტიებს მიმართა. მისი შეფასებით, მიუხედავად ზეწოლისა და მუქარისა, „ქართული ოცნება“ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ თითოეული ხმა უნდა დაიცვან. ნიკა მელიას თქმით, ცესკომ მნიშვნელოვნაწილად შეუწყო ხელი გაყალბებას.
„ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ხმები მილიარდერი ივანიშვილის მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება, რომელმაც წარმოუდგენელი მასშტაბის კარუსელის, მუქარის, შანტაჟის დემონსტრირება მოახდინა. მიუხედავად ამისა, "ქართულ ოცნებას" არ ყოფნის, რომ ეს საარჩევნო მარათონი პირველ ტურში დაამთავროს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარი