სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაუგებრობასა და სიცივეს ექნება ადგილი კოლეგებთან, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. მოერიდეთ პაექრობას, კამათს გარშემო მყოფებთან. საღამოს შეიძლება დაგჭირდეთ ფული.

კურო
მოაგვარეთ ყოველდღიური საკითხები. ნუ გასცემთ საიდუმლოებებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ გადაიღლებით, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ იდეების რეალიზებას. შეგეცვლებათ შეხედულება მეგობრებზე, საყვარელ ადამიანზე. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის სურვილი მოგეძალებათ.

კირჩხიბი
გათავისუფლდით ილუზიებისგან და რეალურად შეხედეთ მოვლენებს. ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ პარტნიორებისგან.

ლომი
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, ბიზნესის წამოსაწყებად საზღვარგარეთ. მარტივად გაუმკლავდებით პროფესიულ სირთულეებს. მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას.

ქალწული
შეამცირეთ ხარჯი, ნუ შეიძენთ უსარგებლო ნივთებს. ახალი საქმეების დასაწყებად საუკეთესო პერიოდია საღამო. მეტი დრო დაუთმეთ მიმოწერას, საერთაშორისო კონტაქტებს, ინფორმაციების მოძიებას.

სასწორი
შეზღუდვების, შევიწროების დღეა. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას სასიყვარულო, საქმიან პარტნიორებთან. ნუ გააფორმებთ ხანგრძლივ ხელშეკრულებას. სხვა დღისთვის გადადეთ ახალ სამსახურში გადასვლა.

მორიელი
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, რამაც შეიძლება განწყობის გაუარესება გამოიწვიოს. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. მარტივად შეძლებთ ოპონენტისთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას.

მშვილდოსანი
საქმეების მოგვარებისას მეტი ყურადღება დაუთმეთ წვრილმანებს. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, მოიძიეთ დამატებითი შემოსავლის წყარო. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ურთიერთობა მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან.

თხის რქა
კრიტიკას და მოთხოვნებს დაკვირვებით უნდა შეხვდეთ. შეიძლება დღეს მარტოს, დამოუკიდებლად მოგიწიოთ პრობლემებთან გამკლავებამ. საღამოს ახალი იდეები ჩაინიშნეთ.

მერწყული
ნუ ელოდებით, რომ ყველა დაგეხმარებათ, ან ყველა გაიზიარებს თქვენს მოსაზრებას. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ საქმიანი მოლაპარაკებები. საღამოს მშობლებს შეეხმიანეთ.

თევზები
მოერიდეთ ფულის ხარჯვას, განსაკუთრებით უსარგებლო ნივთებზე, შეამოწმეთ პროდუქტების ვადა. ახალი საქმეების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100