"ეს ახლა გამომიგზავნეს. აბაშიძის ქუჩაზე დენის შიშველმა სადენმა ძაღლი მოკლა" (ფოტო)
ნახეთ რას ავრცელებს ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი ფეისბუქზე:
ეს ახლა გამომიგზავნეს. აბაშიძის ქუჩაზე დენის შიშველმა სადენმა ძაღლი მოკლა. შემოგვთავაზეს ჟურნალისტური გამოძიების გაკეთება. აუცილებლად გავაკეთებთ. საერთოდ, ცხოველთა დაცვის პრობლემები დღითიდღე უარესდება თბილისში. ახლა ათას ამაზრზენ ისტორიას მიყვებიან. მე კი ვფიქრობ: ღმერთო, მადლობა, ახლა ამ ადგილას ამ ძაღლის ნაცვლად ადამიანი რომ არ წევს, დენის შიშველმა სადენმა ადამიანი რომ არ მოკლა. მაგრამ ესენიც ხომ არ იმსახურებენ ასეთ "ძაღლურ" სიკვდილს! ადამიანებისგან მით უფრო!
კომენტარი