პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სვეტიცხოველში წირვას ესწრებიან
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უფლის თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებულ წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
ამ წუთებში ტაძარში პრეზიდენტთან ერთად თბილისის მერი გიგი უგულავა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერები გიგი წერეთელი და რუსუდან კერვალიშვილი, ასევე ზურაბ არსოშვილი ესწრებიან.
წირვას ესწრება ასევე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია.
ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სასულიერო პირებთან და მღდელთმთავრებთან ერთად ასრულებს.
წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს უფლის თორმეტი მოციქულის ხსენებას აღნიშნავს. დღესვე სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულია.
კომენტარი