სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეხმიანება

ირაკლი ღარიბაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეხმიანება

დღეს, 25 ნოემბერს ცივილიზებული მსოფლიო გაეროს ინიციატივით დაარსებულ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარმა ქალთა მიმართ ძალადობის შემაძრწუნებელმა ფაქტებმა ნათლად დაგვანახა, რამდენად სერიოზულია პრობლემა და რამდენად ყოვლისმომცველ და კოორდინირებულ რეაგირებას საჭიროებს.

ქალთა მიმართ ძალადობა არის პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება მარტო ვერ მოერევა. ძალადობის წინააღმდეგ, სახელმწიფოსთან ერთად, მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. საქართველოში ქალის პატივისცემის დიდი ტრადიცია არსებობს და ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტები შეუთავსებელია ამ ტრადიციასთან და ძალიან სამარცხვინოა.

კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია ქალების მიმართ ძალადობის გამართლების მცდელობა ტრადიციის, კულტურის, რელიგიისა თუ ჩვენი ქვეყნის თავისებურების სახელით. ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საზოგადოების მიერ მსხვერპლის მხრიდან დანაშაულის მაპროვოცირებელი გარემოებების შესახებ კითხვების დასმა. ძალადობას არ შეიძლება მოეძებნოს რამე გამართლება. ძალადობის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად, ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები და მთელი საზოგადოება წარმატებით შევძლებთ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ამ მიმართულებით კონკრეტული ხელშესახები შედეგების მიღებას.

ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100