ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია
ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. 25 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები, „ფრენდს არენაზე“ შვედეთს დაუპირისპირდა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის მიუხედავად, 1-0 დამარცხდა.
შეხვედრის მეორე ნახევრის სტარტზე, ვილი სანიოლმა მოულოდნელად ახალგაზრდა ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანა მოედნიდან, რამაც გულშემატკივრებში კითხვის ნიშნები გააჩინა.
აღნიშნულ ფაქტს დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით გამოეხმაურა:
„პირველ ტაიმში მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო“, - წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სახის ტრავმა მიიღო ფეხბურთელმა.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას, „ჯვაროსნები“ 28 მარტს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, „დინამო არენაზე“ გამართავენ.
უახლოეს საათებში გაირკვევა, შეძლებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას.
კომენტარი