სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თითქმის ყველაფერი ერთმანეთზე იყო შეხორცებული მუცელში, ერთი ორგანოს შენარჩუნება ვერ მოხერხდა"

"კომედი შოუს" მსახიობ გიორგი გოცირიძეს, მორიგი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი და ავრცელებს:

"მეგობრებო დასრულდა გიორგის ოპერაცია...საკმაოდ მძიმე და რთული ოპერაცია იყო, თითქმის 6 საათი მომდინარეობა...ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ ვერ გწერთ პასუხებს და არ გეწყინოთ, გამიგეთ... მოკლედ გეტყვით იმას, რომ თითქმის ყველაფერი ერთმანეთზე იყო შეხორცებული მუცელში, ერთი ორგანოს შენარჩუნება ვერ მოხერხდა.... ხელოვნურ ბადეში ჩაუსვეს მთელი მუცლის ღრუ... ხვალამდე რჩება აპარატზე ოპერაციის სირთულის გამო... ხვალ გააღვიძებენ და სიახლეებს შეგატყობინებთ. მაპატიეთ კიდევ ერთხელ, რომ ყველას პასუხს ვერ გიბრუნებთ..." - წერს ანა გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგის აპრილში ქუჩაზე გადასვლისას ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფომ მსახიობი მრავლობითი მოთეხილობებითა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს დახურული დაზიანებებით გადაიყვანა. მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო და რამდენიმე ოპერაცია დაჭირდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100