საქართველოს ციხეებში მყოფ ოს პატიმრებს ცხინვალში შემოწირულობას უგროვებენ
ცხინვალის მაღაზიებში სპეციალურ ყუთებს დადგამენ, სადაც შეგროვილი შემოწირულობა საქართველოს ციხეებში მყოფი ოსი ეროვნების მოქალაქეებისათვის იქნება განკუთვნილი. აქციას "გაუწოდე დახმარების ხელი" ეწოდება.
ოს სეპარატისტთა ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს ციხეებში 30 ოსი ეროვნების პატიმარი იხდის სასჯელს და მრავალმა მათგანმა პატიმრობაში უკვე შვიდი-რვა წელი გაატარა.
აქციის ორგანიზატორი ალანა დოზუგოვა აცხადებს, რომ პატიმრების მშობლებს ძალიან გაუხარდათ, როდესაც ამგვარი აქციის შესახებ გაიგეს.
შემოწირულობის ყუთები სწორედ მათი თანდასწრებით გაიხსნება და თანხა მთლიანად მათ გადაეცემათ.
კომენტარი